საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, პროექტი 6-იდან 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.