22 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, შენარჩუნდა შენობის ისტორიული ნაწილი. ჩატარდა შენობის გამაგრების სამუშაოები, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი. შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები. დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემები.

დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებთან და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. 

დღის ამბები