22 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
გვაქვს წითელი ხაზები, ესაა ფრანგული საჯარისო ნაწილების უკრაინაში გაგზავნა, ფრანგები ამის წინააღმდეგ არიან, ასევე, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემა - მარი ლე პენი

მარი ლე პენის განცხადებით, 7 ივლისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, თუ მისი პარტია წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არა მაკრონი, არამედ პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ, მან ტელეკომპანია CNN-თან ისაუბრა. ჟურნალისტმა ლე პენს უკრაინაზე საუბრისას ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებული პოზიცია შეახსენა.

"რუსეთმა დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება და უკრაინაში ომი გამოიწვია. ომის დაწყების მომენტიდან ვგმობდით ამ საკითხში რუსეთის ქმედებებს. ამ ორი წლის განმავლობაში უკრაინას ვუჭერთ მხარს. ამასთან ერთად, გვაქვს წითელი ხაზები, ესაა ფრანგული საჯარისო ნაწილების უკრაინაში გაგზავნა, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ფრანგები ამის წინააღმდეგ არიან. ასევე, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემა, რომელიც შეიძლება რუსეთზე დარტყმებისთვის გამოიყენებოდეს, რამაც საფრანგეთი შესაძლოა ამ კონფლიქტში მონაწილე მხარედ აქციოს," - აცხადებს საფრანგეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარი ლე პენი. 

დღის ამბები