22 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ერთი ადამიანი დაასახელონ, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ თუ არა ირიბად "ნაციონალურ მოძრაობასთან" - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები "ნაციოლნალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულები. 

"ამ ე.წ. ოპოზიციაში ყველა არის ერთმანეთთან პოლიტიკურად ნამყოფი, ანუ დაქორწინებული, მერე განქორწინებული, მერე მეორეჯერ დაქორწინებული, მეორეჯერ განქორწინებული და ა.შ. ახლა ამ ყოფილების ძებნაში არიან, რომელი ყოფილი რომელ ყოფილთან იქნება და რომლის ჯინაზე. ეს პროცესი მიდის ახლა პოლიტიკურ ოპოზიციაში. ერთი ადამიანი დაასახელონ, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ თუ არა ირიბად "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამიტომ, ამით ვერავის ვერ მოატყუებენ. ეს არის ჩვეულებრივი ე.წ. გადათამაშება. უნდათ, რომ ნაცმოძრაობის გარდა ვიღაც იყოს, ვინც 5%-ს გადალახავს,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

 

დღის ამბები