22 ნოემბერი 2024,   10:04
ვრცლად
ეს არის ძალიან მაამებელი გზავნილი რუსეთის მიმართ - ირაკლი ქადაგიშვილი პენტაგონის განცხადებაზე

პენტაგონის გადაწყვეტილებას საქართველოში "ღირსეული პარტნიორის სწავლება" განუსაზღვრელი ვადით გადადოს, ოფიციალური თბილისი გაუგებარს და დასანანს უწოდებს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწავლებას ორივე ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. განცხადება შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა. პენტაგონი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში საერთაშორისო სწავლებისთვის შეუფერებელი დროა, თუმცა ამავე განცხადებაში ამერიკის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პენტაგონის ეს განცხადება შესაძლოა რუსეთისთვის მაამებელიც კი აღმოჩნდეს. 

"დასანანია, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა წუთიერ პოლიტიკურ მიზნებს ეწირება.

მე ვთვლი, რომ აშშ-ს ამ ეტაპზე ამ წვრთნებთან დაკავშირებით დიდი ინტერესები არ გააჩნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წვრთნები ჩატარდებოდა აუცილებლად და ამას წინ არაფერი ედგა.

მაგრამ მოხდა ასე და ეს პოლიტიკური სახის განცხადება გაკეთდა. ეს არის ძალიან მაამებელი გზავნილი რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ რუსეთი ხედავს აშშ-ს ინტერესები შეიძლება სუსტდებოდეს სამხრეთ კავკასიაში ამ განცხადების მიხედვით," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები