22 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ოპოზიციას ჰყავს ე.წ ლიბერალური "ბაბლი", ვისი მხრიდანაც ხდება ეს ამხელა ბულინგის და ტერორის განხორციელება - ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა იციან, რომ თვითონ პირდაპირ ცუდი არ უნდა თქვან, თუმცა მათ ჰყავთ ე.წ ლიბერალური "ბაბლი", ვისი მხრიდანაც ამხელა ბულინგის და ტერორის განხორციელება ხდება.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს როგორც კი საშუალება მიეცათ, თავიანთი ბუნება ვერ დამალეს და ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ.

"რაც მათ მსოფლმხედველობას არ ექვემდებარება ის უნდა იყოს გათელილი, შეურაცხყოფილი და ზღვარგადასული ბულინგის მსხვერპლი. ეს არის მათი ბუნება და ნამდვილი სახე, ისინი სინამდვილეში არიან ტროცკისტი ბოლშევიკები. დღეს მათ იციან, რომ ძალაუფლება არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ სიტყვით მოკლან ადამიანები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ფარისევლური გახარება საქართველოს წარმატებით, ამ შემთხვევაში ფეხბურთით იყო ფარსი. როგორც კი საშუალება მიეცათ, ეს თავიანთი ბუნება ვერ დამალეს და დაუპირისპირდნენ ამ ადამიანებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა იციან, რომ პირდაპირ ამაზე არ უნდა თქვან ცუდი, რადგან ეს პირდაპირ აისახება საზოგადოების მხრიდან მათთან დამოკიდებულებაში. მათი ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ამით, თუმცა მათ ჰყავთ ე.წ ლიბერალური "ბაბლი", ვისი მხრიდანაც ხდება ეს ამხელა ბულინგის და ტერორის განხორციელება,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები