22 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციას ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ, ბიჭებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს, მადლობა უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუ"-ს

"ეს ოპოზიციაში არიან უმადურები, რომელთაგან ზოგი სიკვდილს და შიმშილს გადარჩენის მიუხედავად, თავიანთი სამარცხვინო უმადურობით კრიჭაში უდგანან ივანიშვილს, თორემ ჩვენმა ვაჟკაცებმა ფეხბურთის თამაშიც იციან, სიყვარულის გამოხატვაც და მადლობის თქმაც", - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ნიკოლეიშვილის თქმით, ოპოზიციას ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ - ბიჭებმა თავის საქმე აკეთეს და კარგი ფეხბურთი აჩვენეს, ახლა კი ოპოზიციის გასაოცრად, როგორც ვაჟკაცთა წესია, მადლობაც უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუ"-ს.

"ისევ არ გაუმართლა რადიკალურ ოპოზიციას: ჯერ იყო და ჩურჩულით სისინებდნენ, ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ - არ გამოუვიდათ - ბიჭებმა თავის საქმე აკეთეს და კარგი ფეხბურთი გვაჩვენეს. მერე ნიშნის მოგებით იძახდნენ ბიძინა ივანიშვილს დაპირებული თანხის გადახდა მოუწევსო - არადა ბიძინა ივანიშვილმა საჩუქარი უანგაროდ გადასცა ფეხბურთელებს. ახლა კი ოპოზიციის გასაოცრად, როგორც ვაჟკაცთა წესია მადლობაც უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუ"-ს. ეს ოპოზიციაში არიან უმადურები, რომელთაგან ზოგი სიკვდილს და შიმშილს გადარჩენის მიუხედავად, თავიანთი სამარცხვინო უმადურობით კრიჭაში უდგანან ივანიშვილს, თორემ ჩვენმა ვაჟკაცებმა ფეხბურთის თამაშიც იციან, სიყვარულის გამოხატვაც და მადლობის თქმაც", - წერს ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები