ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ანჯაფარიძის თქმით, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ დაეჯილდოებინა ეროვნული ნაკრები. მანვე აღნიშნა, რომ არავინ და არაფერი უშლიდა ხელს სხვებს, რომ დაეფასებინათ ისინი, მაგრამ თავი შეიკავეს.
"აქ ბევრი სიტყვა საჭირო არ არის. მხოლოდ ამ ადამიანმა ჩათვალა საჭიროდ და სრულიად მართებულადაც გაეკეთებინა ეს.
როგორც ადრე დავწერე, არავინ და არაფერი უშლიდა ხელს სხვებს, რომ დაეფასებინათ ჩვენი ნაკრები, მაგრამ ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო, თავი შეიკავეს. რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია.
ამ ქვეყანაზე ყველა თავის გზას ირჩევს და ხალხიც ხედავს ამას“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.