საბერძნეთი 6 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავა. საბერძნეთი პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.
საბერძნეთის პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ეს "ბარბაროსული" გადაწყვეტილებაა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობის შემცირებით და კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობით არის გამოწვეული.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, ექვსდღიანი სქემა, მხოლოდ კერძო ბიზნესებზე გავრცელდება, რომლებიც 24-საათიან მომსახურებას უზრუნველყოფენ. გახანგრძლივებული სამუშაო კვირის ფარგლებში, მრეწველობის სფეროსა და საწარმოო ქარხნებში დასაქმებულებს, საშუალება ექნებათ იმუშაონ დამატებით ორი საათით დღეში ან დამატებით რვასაათიან ცვლაში, რისთვისაც მიიღებენ 40%-იან დანამატს დღიურ ხელფასზე.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ორივე არჩევანი, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების პრობლემას მოაგვარებს და არადეკლარირებული სამუშაოს ფართოდ გავრცელებულ პრობლემას აღმოფხვრის.