22 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის გამო, პოლიციამ 6 პირი დააკავა

ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტის გამო, სადაც 121 ადამიანი დაიღუპა, პოლიციამ 6 პირი დააკავა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ინდოეთის დედაქალაქიდან, ნიუ-დელიდან ორასი კილომეტრის მოშორებით, უტარ-პრადეში მდებარე რელიგიური შეკრების ადგილას, ჭყლეტა რიტუალის შესრულებისას ხალხის მასების უკონტროლო მოძრაობამ გამოიწვია.

საკულტო ადგილზე, ტრაგედიის დროს 250 000 ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციის პირვანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღონისძიების ორგანიზატორებს, მხოლოდ 80 000 ადამიანის შეკრების უფლება ჰქონდათ.

დღის ამბები