გენერალური საბჭო პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს. პროკურორობის მსურველებთან გასაუბრება დილიდან მიმდინარეობს. საბჭომ უკვე ორ მათგანს მოუსმინა.
ბოლოს, საბჭოს წევრების კითხვებს იურისტმა დავით ბაქრაძემ უპასუხა. მისგან დაინტერესდნენ, რა ხედვები აქვს საპროკურორო სისტემაზე, რა პრობლემებს ხედავს და როგორია მათი გადაჭრის გზები.
პარტია"გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას, კანდიდატთან კითხვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა, თუ რას გააკეთებს ამ მიმართულებით გენერალურ პროკურორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში.
"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო მეტია გასაკეთებელი. ხშირად ისე ხდება, რომ არასრულწლოვნები, ან პირები, რომლებიც ნაკლებად ხვდებიან რას ჩადიან, ხდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებულები", - განაცხადა დავით ბარბაქაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის კითხვა შშმ პირებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას ეხებოდა.
"როგორ ფიქრობთ, მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა რამდენად არის უზრუნველყოფილი შშმ პირებისათვის", - ჰკითხა რატი იონათამიშვილმა პროკურორობის კანდიდატს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატი, დავით ბარბაქაძე ფიქრობს, რომ ეს მიმართულება საქართველოში დასახვეწია.