22 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი ყველა შესაბამისი ინვენტარით, დღემ, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, მშვიდ გარემოში ჩაიარა - გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდად და წყნარად გამოევლინათ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი.

როგორც ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, პირველმა საგამოცდო დღემ, მშვიდ გარემოში ჩაიარა.

"წელს, 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეს ნამდვილად დიდი ციფრია. იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე შარშან იყო. მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში, 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი ყველა შესაბამისი ინვენტარით, გაგრილების სისტემებით. სრულად არის და იყო უზრუნველყოფილი გარემო, რომ ჩვენს ძვირფას აბიტურიენტებს მშვიდად და წყნარად გამოევლინათ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მაქსიმალური შედეგები დაეფიქსირებინათ. დღევანდელმა დღემ, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, მშვიდ გარემოში ჩაიარა, განსაკუთრებული ექსცესები არ ყოფილა. თითოეულ აბიტურიენტებს ვთხოვ, რომ დროულად გამოცხადდნენ თავიანთ საგამოცდო ცენტრებში, ვინაიდან ყველა საგამოცდო ცენტრი ერთდროულად იწყებს საგამოცდო სესიას. დღეს, 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა გამოცდებზე. ყველა აბიტურიენტს წარმატებები მინდა ვუსურვო", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები