საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სნაიოლმა, თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებთან შესახვედრად მისულ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს, რომ ამ შედეგამდე მისულიყვნენ, ახლა კი, იმედს იტოვებს, რომ მომავალ სამ წელიწადში, ისინი უკეთეს შედეგს დადებენ.
"გამარჯობა საქართველო! ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. მინდა, მხოლოდ ის ვთქვა, რომ სამ-ნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღემდე, ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. იმედი მაქვს, რომ სამ წელიწად-ნახევარში იგივე შედეგს დავდებთ, თუ არა - უკეთესს", - განაცხადა ვილი სანიოლმა.