საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების აღლუმს, ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს, რომელსაც, პარალელურად, თბილისში მიმდინარე მსვლელობის LIVE ჩართვა აქვს.
"საქართველოს ეროვნული ნაკრები, ღია ავტობუსით, მიემართება რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნისკენ, სადაც, გმირების დასახვედრად და კონცერტისთვის, სცენაა მოწყობილი. საქართველოს ნაკრებმა, თავის პირველ უმთავრეს ტურნირზე მოლოდინს გადააჭარბა - გერმანიაში, ევრო 2024-ზე, მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, ვიდრე ესპანეთთან 4:1 დამარცხდებოდა", - წერს Reuters-ი.