ეროვნული ნაკრების ავტობუსმა მსვლელობა დაიწყო. ჭავჭავაძე - მელიქიშვილი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - ასეთია საფეხბურთო გმირების ავტობუსის მარშრუტი. ფეხბურთელებს გულშემატკივრები მოაცილებენ, ისმის გამამხნევებელი შეძახილები.
თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებს ასობით გულშემატკივარი ელოდება.
ეროვნული ნაკრების წევრები, ქომაგებთან ერთად, ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ.