25 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია

ახალი, ევროპული ტიპის ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია. ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძარსაწინააღმდეგო და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა და გაუმჯობესებულია როგორც აეროდინამიკური, ისე - ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

დღის ამბები