25 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს პარლამენტი ნიშნავს და თარიღის განსაზღვრისთანავე ცესკო ადმინისტრირებას უზრუნველყოფს - გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს პარლამენტი ნიშნავს და პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე, ცესკო მის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.

მისი განმარტებით, რა ვადებშიც არ უნდა განისაზღვროს და რა ვადებშიც არ უნდა ჩაინიშნოს, ცესკო კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით უზრუნველვყოფთ მის ადმინისტრირებას.

"კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე, ინსტიტუცია უზრუნველყოფს მის ადმინისტრირებას. როგორც იცით, პარლამენტს პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს ეს არჩევნები. შესაბამისად, რა ვადებშიც არ უნდა განისაზღვროს და რა ვადებშიც არ უნდა მოხდეს მისი ჩანიშვნა, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით მის ადმინისტრირებას. როგორც იცით, ეს არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით, არა ელექტრონულით. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველყოფთ როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. რა თქმა უნდა, დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არა პირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც 300 ხმოსნისგან შედგება. აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომლებიც ითვალისწინებს კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ადმინისტრირებაში", -განაცხადა გიოორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები