25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ახალი მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია.

მე-11 მოწვევის პარლამენტში 16 კომიტეტის თავმჯდომარე ასე გადანაწილდა:

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან სამხარაული;

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი;

პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე;

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე;

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი;

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა;

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან მახარაშვილი;

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე;

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი;

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - დავით მათიკაშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - პაატა კვიჟინაძე;

სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე;

მანამდე, მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია. პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი. გიორგი ვოლსკი და ნინო წილოსანი ვიცე-სპიკერები მე-10 მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შალვა პაპუაშვილს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

 

დღის ამბები