25 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
საქართველო დღითიდღე ვითარდება, ის წარმოადგენს საინტერესო ჰაბს, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს - ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს - არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიანა მონდინოს განცხადებით, ბოლო 32 წლის განმავლობაში, არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

როგორც მინისტრმა მონდინომ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები და ის, რომ არგენტინამ, თავის დროზე, აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ფასეული და ღირებულია თავად არგენტინისთვის, რომელიც ერთგული იყო და რჩება ამ ღირებულებების.

"ბოლო 32 წლის განმავლობაში, არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. საქართველო დღითიდღე ვითარდება, ის წარმოადგენს საინტერესო ჰაბს, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ლათინური ამერიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო იქნება. ბატონ მინისტრს შეუძლია ისიამოვნოს ჩვენი ლამაზი ქვეყნის მონახულებით. ერთადერთ პრობლემად შეიძლება იქცეს ის, ორივე ქვეყანას შესანიშნავი ღვინო აქვს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გზები დავსახოთ," - განაცხადა დიანა მონდინომ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, არგენტინის რესპუბლიკაშია. ილია დარჩიაშვილი არგენტინელ კოლეგას შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე.

დღის ამბები