25 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ჩიქოვანმა ჩეხეთის და სლოვაკეთის ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა.

უწყების ცნობით, დიპლომატებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, ჩეხეთის და სლოვაკეთის კონტრიბუციას.

ირაკლი ჩიქოვანმა დიპლომატებთან შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

დღის ამბები