25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
4 ოქრო და 1 ბრინჯაო - გრანდ სლემი ქართველი ძიუდოისტების შთამბეჭდავი გამოსვლით დასრულდა

თბილისში ჩატარებული ძიუდოს გრანდ სლემი ქართველი ძიუდოისტების შთამბეჭდავი გამოსვლით დასრულდა - ქართველების ანგარიშზე 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. ეთერ ლიპარტელიანისა და ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედლებს, ტურნირის ბოლო დღეს. ქართველებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი შემატეს.

ჩემპიონები ლაშა ბექაური და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ბექაურმა მეტოქე იპონით 51 წამში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა გრანდ სლემის გამარჯვებული. გურამ თუშიშვილმა, ფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია.

დღის ამბები