ძლიერი აფეთქება თბილისში - შემთხვევა ღამის 03:00 საათისთვის, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის 1-ელ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მიმდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც. არავინ დაშავებულა.
რა სახელდება აფეთქების მიზეზად - თვითმხილველების თქმით, აფეთქება 1-ელ სართულზე მდებარე მაღაზიაში "ლიბრე" მოხდა.
"ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მოხდა კორპუსის 1-ელ სართულზე აფეთქება, კომერციული ფართის, შიგნით მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ, არავინ არ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, კორპუსის სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილი არის ყველა მოქალაქე და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები,“ - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი.