25 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამი და თბილისი-სტამბულის მიმართულებები - საქართველოს საავიაციო ბაზარს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები დაემატა

საქართველოს საავიაციო ბაზარს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები დაემატა. ნიდერლანდების ავიაკომპანია "ტრანსავია" ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისებს 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში 2 ჯერ შეასრულებს, ხოლო თურქული ავიაკომპანია "ეი-ჯეტი სტამბული" თბილისი-სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების განაცხადების განხილვას განაგრძობს.

დღის ამბები