25 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან შეხვედრა გამართა

ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით.

დღის ამბები