25 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა, როგორც ადამიანის, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი და წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში - შალვა პაპუაშვილი

"ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის მხრივ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტების შეფასებისას განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ელოდება, რომ ევროპის ყველა დედაქალაქში გაზიარებული იქნება ის ღირებულებები, რომლის გამოც ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

"მთავრობის ორ განცხადებას რაც შეეხება, მათ შორის ევროკავშირის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებთან საუბარს, მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდანაც მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს პოზიცია, რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავის მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას ბერლინსა და ბრიუსელში.

საზოგადოებას შევახსენებთ, ეს არ იყო მხოლოდ მისი ყოფნა ბუნდესტაგის ვიზიტორების ლოჟაში ან მხოლოდ შეხვედრა ერთ წარმომადგენელთან ევროკომისიაში, ეს იყო შეხვედრების მთელი სერია, მათ შორის, გერმანიაში. ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაში, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. ბრიუსელში ის მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხებში კომისართან შეხვედრაში, ხაზს ვუსვამ, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისართან და სხვადასხვა დირექტორატის ხელმძღვანელებთან შეხვედრებში. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის მხრივ. ეს ეწინააღმდეგება იმ ცხრა პრიორიტეტს, რომელზეც საუბარი გვაქვს. ეწინააღმდეგება პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ისე, როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალდიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში.

გარდა ამ შეხვედრებისა, კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა, მოგვესმინა განმარტებები, ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ იყო მცდელობა, ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან ამ დონის შეხვედრების ნორმალიზებისა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვწუხვარ, რომ საელჩოებს ასეთი რეაქცია ჰქონდათ იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც საზოგადოებაში იყო", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები