25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის კოკაინი, ელესდე, მეთადონი, "ალფა პვპ" და "მეფედრონი", ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი".

გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკის გასაღება სოციალური აპლიკაცია ტელეგრამის მეშვეობითაც ხდებოდა. ბრალდებულები ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.

დღის ამბები