25 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ისლანდიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ისლანდიის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტების შეხვედრა.

გუდნი იოჰანესონს მოლაპარაკება ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისლანდიის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს.

მონაწილეობა მიიღო ბიზნეს შეხვედრაში, წაიკითხა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის. იმყოფებოდა ხურვალეთშიც, სადაც ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

დღის ამბები