25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
რუსთავში ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე მუშაობა იწყება

რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტის - ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე მუშაობა იწყება. ჭალის ტყე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშლილი და მისი ფართობი 320 ჰექტარია.

პროექტი "გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს" ფარგლებში შეიქმნა და მის შემუშავებაში რიგითი რუსთაველებიც მონაწილეობდნენ. სტრატეგიული გეგმის დეტალები რუსთავის მერმა, მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა.

დღის ამბები