25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენა იგეგმება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანი თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა.

კეთილშობილი ირემი დღეისთვის გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის. მისი კონსერვაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, ირმის პოპულაციის აღდგენისთვის პრიორიტეტულ ტერიტორიად თბილისის ეროვნული პარკი განისაზღვრა.

დღის ამბები