25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ფერმერების რადიკალური პროტესტი - პოლონელებმა უკრაინიდან გამოსული სატვირთოები გააჩერეს და ხორბალი ასფალტზე გადმოყარეს

უკრაინა-პოლონეთის გამშვები პუნქტები უკვე მეორე დღეა ბლოკირებულია, პოლონელი ფერმერები ისევ აჯანყდნენ, ომში მყოფი ქვეყნიდან გამოსული სატვირთოები გააჩერეს და ხორბალი ასფალტზე გადმოყარეს.

პოლონელ და უკრაინელ ფერმერებს შორის დაპირისპირება, დოროჰუსკის დასახლებაში უკრაინის საზღვართან დაიწყო.

იაფი ფასის გამო, პოლონურ ბაზარზე უკრაინული მარცვლეული არამხოლოდ დომინანტურ ადგილს იკავებს, არამედ ქვეყანა უკრაინული პროდუქციისთვის სატრანზიტო წერტილადაც იქცა. ინციდენტის დროს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სატვირთოები ლიეტუვისკენ მიერთებოდნენ. დაზიანებულმა სატვირთოებმა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე შესაძლოა ხარისხის კონტროლი ვეღარ გაიარონ და პროდუქციის დაბრუნება ისევ პოლონეთის ტერიტორიაზე მოხდეს.

პოლონელმა ფერმერებმა მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო გზები გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ, რომ პოლონეთში უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი შეწყდეს.

პოლონეთში უკვე დაიწყო უკრაინული მარცვლეულის გადაყრის ინციდენტზე გამოძიება. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფერმერებს დიალოგისკენ მოუწოდა და დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი, მომხდარს მიუღებელი ფაქტი უწოდა.

პოლონელ ფერმერებს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე 5 საკონტროლო-გამშვები პუნქტი აქვთ ბლოკირებული. 

დღის ამბები