25 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე, ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედთან - პაველ ჰერჩინსკი

"ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან,"-ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

"რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. ვიცით, რომ ირაკლი კობახიძე წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ დამტკიცებას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან.

ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედთან. იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, მზად არის ძლიერად იმუშაოს ევროკავშირის დახმარებით იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს,"- განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები