25 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ადევნებაში ბრალდებული სკოლის მასწავლებლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დატოვებს თუ არა სასამართლო პატიმრობაში საჯარო სკოლის პედაგოგს - დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელს, პროკურატურამ, ადევნების ფაქტზე, ბრალი გუშინ წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული, სამი წლის განმავლობაში, თავისივე კოლეგას დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და, უარის მიუხედავად, მასთან დაახლოებას ცდილობდა. საბოლოოდ, დაზარალებული იძულებული გახდა, სამსახურიდან ხანგრძლივ, უხელფასო შვებულებაში გასულიყო.

დღის ამბები