25 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული, ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე დაიწყება - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მუშაობის პროცესი იქნება ინკლუზიური და კონსტრუქციული.

"9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე", - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები