25 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენთა მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით კანონი სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს.

"ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა როცა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავსს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს. კანონის გამკაცრება საჭიროა, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს და ქუჩის პროტესტს. ამას სჭირდება, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა – ზომიერი,"-აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ ინიციატივის შესახებ, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს, ბრიფინგი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გუშინ გამართა და სამებაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. საქმე ეხება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას. ამავე ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.

დღის ამბები