"კურიერის" დასრულებისთანავე, "რუსთავი2-ის" ეთერს არხისა და ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის" ფინალი განაგრძობს, გადაცემის ბოლოს კი ცნობილი გახდება ვინ მიიღებს მთავარ პრიზს - ბინას!
ფინალური პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, ჩვენი არხის მაყურებელი არა მხოლოდ მონაწილეების ერთ სივრცეში ცხოვრების ეპიზოდს იხილავს, არამედ გასული სეზონების მონაწილეების მუსიკალურ ნომრებსაც.
4-თვიანი თანაცხოვრება დასასრულს უახლოვდება- ვინ შეხვდება ახალ 2024 წელს ახალ ბინაში და ვის მისცა "რუსთავი2-მა" საშუალება საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა.
ახლა, "პრაიმ ჰაუსის" დიდ ოჯახში დიდი მღელვარებაა. ფინალში გასული სამი მონაწილე კი, მაყურებლის გადაწყვეტილებას ელოდება.