შავ ზღვაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთ პორტში მარცვლეულით უნდა დატვირთულიყო, საზღვაო ნაღმზე აფეთქდა.
"გემმა კურსი და კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა", - აცხადებენ უკრაინის სამხრეთ სამხედრო სარდლობაში.
შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი სამედიცინო დახმარება გემზევე აღმოუჩინეს.