25 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა - ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 
 
მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 98 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02%-ია. 
 
სააგენტომ დაახლოებით 3 ათასი აუქციონი ჩაატარა, პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ კი 100 მილიონი ლარი შეადგინა.
დღის ამბები