საფრანგეთი აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ მიზეზი ბაქოს ანალოგიური ნაბიჯია. აზერბაიჯანმა 26 დეკემბერს, საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და განმარტა, რომ მათი ქმედებები “არ შეესაბამებოდა მათ დიპლომატიურ სტატუსს და ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას".
აზერბაიჯანის საგარეო უწყებას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ქმედებებზეა საუბარი.