თეთრმა სახლმა, უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტრანში დაამტკიცა, რომლის მოცულობაც დაახლოებით 250 მილიონი დოლარია. როგორც BBC წერს, ეს ამ დროისთვის ბოლო სამხედრო დახმარებაა, რომელზეც შტატებში შეთანხმებას მიაღწიეს.
ოფიციალური პირების თქმით, პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით დახმარებას.
"ესაა ბოლო დაფინანსება, რომლის გამოყოფაც კონგრესის დამტკიცების გარეშე იყო ხელმისაწვდომი. ამ თემაზე, კონგრესში მოლაპარაკებები შეჩერებულია", - წერს BBC.