თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.