პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.
"შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს" - წერს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
"საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს" - აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც პოსტში.