25 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
თელ-ავივმა ხან-იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა - ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

ღაზას სექტორი კვლავ იბომბება. ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ანკლავის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰზე. ამავე დროს, გაეროს ცნობით, თელ-ავივმა ხან-იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

"ჰამასის" გარდა, ისრაელს "ჰეზბოლასთან" უწევს გამკლავება, სწორედ ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა წუხელ ისრაელის ქირიათ შმონას დასახლებაში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.

შეერთებულ შტატებში კი იმედოვნებენ, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას შეამცირებს და ზუსტ მიზნობრივ ოპერაციებზე გადავა, ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ვაშინგტონში წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, განაცხადა.

დღის ამბები