25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, "ჰამასთან" მეორე პაუზა გამოაცხადოს

ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, "ჰამასთან" მეორე პაუზა გამოაცხადოს. განცხადება ისრაელის პრეზიდენტმა 80-მდე ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა. "ჰამასი" კი ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.

ღაზაში, ამ დროისთვის, 130-მდე მძევალია. ღაზის სექტორზე ისრაელი ინტენსიურ იერიშს განაგრძობს. პალესტინის ჯანდაცვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე მათ კონტროლი დაამყარეს და წინ მიიწევენ სამხრეთ ღაზაში, განსაკუთრებით კი - ხან-იუნისის რაიონში. მათი თქმით, ანკლავში, საერთო ჯამში, 1500 გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც "ჰამასს" ეკუთვნოდა. უმეტესი მათგანი სამოქალაქო ობიექტებში იყო განთავსებული.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას დღეს კენჭი უნდა უყაროს გაეროს უშიშროების საბჭომ. მანამდე მომზადებულ მსგავს დოკუმენტებს ვეტო ვაშინგტონმა დაადო.

დღის ამბები