25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები, გილოცავთ - რობინ დანიგენი

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგენი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

ელჩის თქმით, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

"გილოცავთ ყველა ქართველს, დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ, ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ", - განაცხადა დანიგენმა საგანგებო მიმართვაში.

დღის ამბები