25 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ეს ისტორიული მომენტია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, მის ძალას - შარლ მიშელი

ეს ისტორიული მომენტია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, მის ძალას, - ასე შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და უკრაინა-მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა.

მისი თქმით, მათ ბევრი მუშაობა მოუწიათ იმისთის, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არავინ ყოფილიყო.

"ეს ისტორიული მომენტია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, მის ძალას. გადაწყვეტილება მიღებულია, მოლაპარაკებებს ვხსნით უკრაინასთან და მოლდოვასთან, კანდიდატის სტატუსს ვანიჭებთ საქართველოს. ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დაკავშირებითაც გავხსნით მოლაპარაკებებს. მარტში იქნება შესაბამისი ანგარიში. ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება ეს კი, ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ, ბევრი ვიმუშავეთ, რომ არავინ ყოფილიყო გადაწყვეტილების წინააღმდეგი და შესაძლებელი გავხადეთ, ამაღამ ეს გადაწყვეტილება გაგვეჟღერებინა. მუშაობას ვაგრძელებთ, რთული დებატებია და დარწმუნებული ვარ, ერთიანი გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაცემის თაობაზეც", - განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები