25 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება - ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

"სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და სრულიად ქართველ ერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გამიხარდა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოლოცვების მიღება ევროპული საბჭოს მიერ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება", - წერს ზელენსკი.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებითვე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

დღის ამბები