25 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ვუერთდები პრემიერის ინიციატივით გამოცხადებულ სახალხო ზეიმს, ხვალ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

"გილოცავთ, თქვენ პირველ რიგში. არ მინდოდა ამ მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი, ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყვნენ, ამ საღამოს ჩემთან არიან იმიტომ, რომ თქვენთან, ყველანი ერთად ვიყავით, ამ ძალიან დიდი მოლოდინში და მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს ყველას უხარია ვისაც სჯეროდა , არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა არის გახარებული იმიტომ, რომ დღეს ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისთვის ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი. მინდა, მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, შარლ მიშელს, დამირეკა და პირადად ვისაუბრეთ, რომლის ძალიან დიდი წვლილი არის დღეს, რომ გადაწყდა ძალიან რთული ვითარება, რომელიც არსებობდა ევროკავშირში ამ გადაწყვეტილების დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერის ინიციატივით, ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა, ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საერთო სახალხო ზეიმი ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დღის ამბები