ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ხონის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოჭრილი 5 კუბური მეტრი წიფელის სახეობის ხე-ტყე. სატვირთო ავტომობილი დაილუქა.
ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.