25 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ისტორიული სიმართლე - რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია - შალვა პაპუაშვილი

წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს მოისმინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა სახეზეა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"ჩვენ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებშიც, მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი მეგობრებისა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ვფიქრობ, რომ ყველა წინაპირობა სახეზეა, გვაქვს პოზიტიური დასკვნა, გვაქვს პოლიტიკური განწყობა მხარდაჭერის, ასე რომ წინ არაფერი უდგას, რომ ქართველმა ხალხმა 14-15 დეკემბერს გადაწყვეტილება მოისმინოს, ის გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს ისტორიულ სიმართლეს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები