უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების დედაქალაქშია. ვოლოდიმირ ზელენსკის სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაიწყო. აღნიშნულ უნივერსიტეტში აშშ-ისა და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს ამზადებენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობასა და სამხედრო ხელმძღვანელობას ამ დრომდე გაწეული მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც უქმნის საფრთხეს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს.
"პუტინი უნდა დამარცხდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ხვალ ამერიკელი კოლეგა თეთრ სახლში უმასპინძლებს.